აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ დაბლოკა მილიარდერ ილონ მასკის და მისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის მიერ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - იუესაიდის დახურვის მიზნით დამატებითი ნაბიჯების გადადგმა და აღნიშნა, რომ სააგენტოს დახურვის მცდელობები, არღვევს აშშ-ს კონსტიტუციას.
წინასწარი განჩინებით, მერილენდში საოლქო მოსამართლემ თეოდორ ჩუანგმა უბრძანა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მრჩეველ მასკს და მისი მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტს აღედგინათ წვდომა იუსაიდის კომპიუტერულ სისტემებზე სააგენტოს პირდაპირი და კონტრაქტით აყვანილი თანამშრომლებისთვის, მათ შორის ათასობით ადამიანისთვის, რომლებიც შვებულებაში გაუშვეს.
თეთრ სახლს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.