ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბარი მოსკოვის დროით 16 საათზე გაიმართება - პესკოვი

18 მარტი 2025, 14:03 118 ნახვა

რუსეთისა და აშშ-ს პრეზიდენტებს შორის სატელეფონო მოლაპარაკებები მოსკოვის დროით 16  საათზე გაიმართება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. ეს ზარი მათი მეორე საუბარი იქნება ტრამპის მიერ თანამდებობის დაკავების შემდეგ.

მთავარი თემა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარება იქნება.

ამერიკელი ლიდერი დარწმუნებულია, რომ რუს კოლეგასთან საუბრის შემდეგ მოსკოვი ხელს მოაწერს 30-დღიან შეთანხმებას უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში