ტოკიოში იაპონიის, ჩინეთისა და სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

18 მარტი 2025, 13:52 83 ნახვა

სამხრეთ კორეისა და ჩინეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროების ინფორმაციით, სამხრეთ კორეის, ჩინეთისა და იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრები ტოკიოში შეხვედრას გამართავენ.

შეხვედრა 22 მარტს არის ჩანიშნული. 

სამი ქვეყნის მთავარი დიპლომატი განიხილავენ თანამშრომლობას  და გაცვლიან მოსაზრებებს სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის მიმდინარე რეგიონულ და საერთაშორისო სიტუაციებზე.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში