ჰუსიტებმა წითელ ზღვაში თავდასხმა განახორციელეს აშშ-ის ავიამზიდზე - სარეა

18 მარტი 2025, 09:00 191 ნახვა

ირანის მიერ მხარდაჭერილი იემენელი ჰუსიტების სამხედრო სპიკერმა სატელევიზიო მიმართვისას  განაცხადა, რომ დაჯგუფებამ მესამე შეტევა განახორციელა აშშ-ს   ავიამზიდ   ტრუმენზე წითელ ზღვაში.  

იაჰია სარეამ  აღნიშნა, რომ აშშ-ის გამანადგურებელიც იყო მათი სამიზნე და ჰუსიტები გააგრძელებენ თავდასხმებს  წითელ ზღვასა და არაბეთის ზღვაში ყველა მტრულ სამიზნეზე, სანამ არ შეწყდება აგრესია მათი ქვეყნის წინააღმდეგ.   

აშშ-ის დარტყმები ჰუსიტების წინააღმდეგ 15 მარტს დაიწყო.  ჰუსიტების განაცხადებით, საჰაერო დარტყმების შედეგად 53 ადამიანი დაიღუპა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში