ჰონდურასის კარიბის ზღვის სანაპიროსთან ავიაკატასტროფა მოხდა. როატანის კუნძულიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა, ხოლო 10 მაშველებმა ნამსხვრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.
ჯეთსრიმის ტიპის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჰონდურასის ავიაკომპანია ლანჰას ეკუთვნის, 14 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა. კატასროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.