ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს. დღის წესრიგის საკითხებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი, ვითარება ახლო აღმოსავლეთში, სირიაში განვითარებული მოვლენები და შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა.
მინისტერიალში ვიდეოკავშირით მონაწილეობს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა.
შეხვედრაზე შესაძლოა განიხილოს საკითხი, თუ როგორ უნდა დაეხმარონ უკრაინაში პროექტებს, რომლებიც დაფინანსების გარეშე დარჩა აშშ-ს ახალი ადმინისტრაციის მიერ იუსაიდის საქმიანობის შეზღუდვის შედეგად.