ღამის კლუბში ხანძრის შედეგად მძიმედ დაშავებულთა ნაწილი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

17 მარტი 2025, 14:09 274 ნახვა

ჩრდილოეთ მაკედონიის ღამის კლუბში ხანძრის შედეგად დაშავებული ცხრა ადამიანი ორშაბათს დილით სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. სამი სტამბოლის დამწვრობის ცენტრში, ექვსი კი ანკარაში. მინიმუმ 59 ადამიანი დაიღუპა და 150-ზე მეტი დაშავდა.

ხანძართან დაკავშირებით დაკავებულია 20-მდე ადამიანი, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლები და ღამის კლუბ „პულსის“ მენეჯერი, რომელსაც არ გააჩნდა მოქმედი ლიცენზია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი