კანადის პრემიერ მინისტრი პარიზში გაემგზავრა. მას ემანუელ მაკრონი უმასპინძლებს. ეს კარნის უცხოეთში პირველი ვიზიტია თანამდებობის დაკავების შემდეგ. კანადის პრემიერი საფრანგეთიდან გეგმავს ბრიტანეთში გამგზავრებას.
ვიზიტი მომავალ კვირას არის ჩანიშნული. კარნის ევროპაში ვიზიტი დონალდ ტრამპთან სავაჭრო უთანხმოებისა და რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების შესახებ დისკუსიების ფონზე მიმდინარეობს.