ტირანაში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში დიმიტრი ხაჩიძემ (60კგ) და ანრი ხოზრევანიძემ (67კგ) ოქროს მედლები მოიპოვეს.
ხაჩიძემ ფინალში ისრაელის წარმომადგენელი მელქამუ ფეტენე 50 წამში 9:0 დაამარცხა, ხოლო ხოზრევანიძემ კონტინენტის პირველობის ფინალში ნეიტრალური დროშით გამომსვლელ გლებ მაკარანკას 3:1 სძლია.
საქართველოს ანგარიშზე ამ ეტაპზე ხუთი მედალია. გუშინ ვერცხლის მედალი კობა ქარუმიძემ (55 კგ), ბრინჯაოს მედლები კი რომეო ბერიძემ (63 კგ) და საბა ჩილაშვილმა (130 კგ) მოიპოვეს.