ბათუმის „დინამომ“ „გაგრა“ დაამარცხა

11 მარტი 2025, 09:15 145 ნახვა

ეროვნული ლიგის მესამე ტურში ბათუმის „დინამომ“ „გაგრას“ უმასპინძლა, 2:1 დაამარცხა და სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა. სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა.

კლუბში სადებიუტო გოლი ლუკა წულუკიძემ მეცხრე წუთზე გაიტანა, „გაგრამ“ ანგარიში მალევე, თერთმეტმეტრიანი დარტყმით გაათანაბრა. გოლი ლევან გეგეჭკორმა გაიტანა. უერდი მარამ კი საჯარიმო დარტყმა შეასრულა ზუსტად და როგორც გაირკვა, მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

სამი ტურის შემდეგ ბათუმის „დინამო“ 4 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება, ხოლო „გაგრა“ – მეცხრე პოზიციას იკავებს.

ტურის სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „დილა“ – „იბერია“ 0:1; „კოლხეთი“ „დინამო“ თბილისი 0:0; „ტორპედო“ – „თელავი“ 1:2. დღეს მესამე ტურის ბოლო შეხვედრაში წყალტუბოს „სამგურალი“ „გარეჯს“ უმასპინძლებს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში