სირიაში ძალადობის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი

10 მარტი 2025, 14:05 96 ნახვა

გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ვოლკერ ტურკი აცხადებს, რომ სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. იგი მოუწოდებს  სირიის ახალ ხელისუფლებას, საკუთარი განცხადებები კანონის დაცვის განზრახვის შესახებ სირიელების დასაცავად  ქმედებებით გაამყაროს და აუცილებელია მკვლელობებისა და სხვა დანაშაულებების გამოძიება.

სირიის ადამიანის უფლებათა მონიტორინგის ცენტრის მონაცემებით, პარასკევსა და შაბათს 973 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. მოკლულთა შორის არიან სირიის მთავრობის უსაფრთხოების ძალების წევრები და მებრძოლები ასადის ლოიალისტებიდან. ასევე ალავიტი ქალები და ბავშვები. 

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ასადის მომხრეებმა, რომლებმაც უარი თქვეს იარაღის ჩაბარებაზე, ჩაუსაფრდნენ უსაფრთხოების ძალებს ლატაკიისა და ჯაბლეჰის სანაპირო ქალაქების გარშემო, რის შედეგადაც ათობით ადამიანი დაიღუპა.

ადამიანის უფლებათა დაცვის სირიის ობსერვატორია მომხდარს ასადის დამხობისა და ახალი ხელისუფლების დამყარების შემდეგ ძალადობის ყველაზე მასობრივ და სასტიკ გამოვლინებად მიიჩნევს.

სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით რუსეთმა და აშშ-მა 10 მარტისთვის მოითხოვეს გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაუდებელი კონსულტაციების გამართვა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში