ეროვნული ლიგის მესამე ტური დაიწყო

10 მარტი 2025, 09:05 67 ნახვა

საქართველოს ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც „თელავმა“ „ტორპედოს“ ქუთაისში 2:1 მოუგო. დღეს ეროვნულ ლიგაში მესამე ტურის კიდევ სამი შეხვედრა გაიმართება.

ფოთის „კოლხეთი“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლებს, „იბერია“ სტუმრად გორის „დილას“ ეთამაშება, ბათუმის „დინამო“ კი საკუთარ მოედანზე „გაგრას“ დაუპირისპირდება, მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, ამ დროისთვის გათამაშებას 6 ქულით „იბერია“ ლიდერობს. სამეულში არიან „თელავი“ და „დინამო“ თბილისის. რაც შეეხება ზღვისპირულ გუნდს, ერთი ფრეს შემდეგ გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდს მხოლოდ ერთი ქულას აქვს და მეექვსე პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ დიდთოვლობის გამო გადადებული მატჩი ბათუმისა და თბილისის „დინამოებს“ შორის 1 აპრილს 19:00 საათზე გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში