ტურნირი ნიჩბოსნობაში

09 მარტი 2025, 19:58 144 ნახვა

ბათუმში  დასრულდა მიხეილ ლომთათიძის სახელობის ტურნირი ნიჩბოსნობაში. რომელშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 60-მდე გოგონა და ვაჟი ნიჩბოსანი მონაწილეობდა. ტურნირში მონაწილეობა მიიღეს ასევე სპორტსმენებმა ბალტიისპირეთიდან.
ასპარეზობა 200 და ხუთი ათას მეტრიან დისტანციებზე გაიმართა. ორდღიანი შეჯიბრების შემდეგ გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები, რომლებიც მედლებითა და თასებით დაჯილდოვდნენ. აჭარის ნაკრებმა სხვადასხვა სინჯის ექვსი მედალი მოიპოვა. აქედან ორი ოქროს, სამი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს. ტურნირი აჭარის ნიჩბოსნობის ფედერაციის ორგანიზებითა და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში