კანადაში ამერიკულ ალკოჰოლურ სასმელებს მაღაზიების დახლებიდან იღებენ

05 მარტი 2025, 14:18 156 ნახვა

ონტარიოს პროვინციაში კანადის უმსხვილესი ალკოჰოლური სასმელების ქსელის თანამშრომლებმა  მაღაზიების დახლებიდან  ამერიკული წარმოების ალკოჰოლური სასმელები ამოიღეს.

ეს ნაბიჯი იყო კანადურ საქონელზე შეერთებული შტატების მიერ ტარიფების დაწესებაზე პირდაპირი პასუხი - ნათქვამია ონტარიოს სასმელებზე კონტროლის საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  მთელი ამერიკული ალკოჰოლის ამოღება მოხდა ასევე ონლაინ კატალოგიდან. პროდუქციაზე წვდომა შეიზღუდა შემდგომ გადაწყვეტილებამდე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში