აშშ იმყოფება აღმავლობის ზღურბლზე - ტრამპი

05 მარტი 2025, 11:50 124 ნახვა

შევქმნით ცხოვრების უმაღლეს ხარისხს, ავაშენებთ ყველაზე უსაფრთხო, მდიდარ საზოგადოებას, აღვმართავთ ამერიკულ დროშას პლანეტა მარსზე, ამერიკის ოქროს ხანა მხოლოდ ახლა დაიწყო, – ამ სიტყვებით დაასრულა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კონგრესის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლა.

ტრამპის თქმით, აშშ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე არასდროს უნახავთ.   აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ გასულ თვეში აშშ-ის საზღვრის უკანონო კვეთის შემთხვევების რეკორდულად დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რასაც იგი სამხრეთის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას და სამხედრო პატრულის განთავსებას უკავშირებს.  მან ბაიდენის ადმინისტრაცია ღია საზღვრის პოლიტიკის გატარებით  ქვეყნის განადგურების ხელშეწყობაში დაადანაშაულა. ტრამპმა ასევე ხუთი მილიონ დოლარის სანაცვლოდ „ოქროს ბარათების“ გაცემის ინიციატივაზე ისაუბრა.

ტრამპის თქმით, „ოქროს ბარათი“ საშუალებას მისცემს მთელი მსოფლიოდან ყველაზე წარმატებულ ადამიანებს, რომლებიც ქმნიან სამუშაო ადგილებს, შეიძინონ გზა აშშ-ის მოქალაქეობამდე.  კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ათწლეულების განმავლობაში თითქმის ყველა ქვეყანა ძარცვავდა, რასაც აღარ დაუშვებს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში