კონგრესში ტრამპის გამოსვლა დემოკრატების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა

05 მარტი 2025, 11:01 141 ნახვა

პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიმართვა კონგრესში დემოკრატებმა გააპროტესტეს   წარწერებით „მცდარი“ და „გადაარჩინე მედიქეიდი“. ზოგიერთმა ზურგიც კი  შეაქცია რესპუბლიკელების პრეზიდენტს გამოსვლისას. ათეულობით დემოკრატმა კი  ტრამპის სიტყვით გამოსვლა მალევე  დატოვა.

ტეხასის წარმომადგენელმა დემოკრატმა  ელ გრინმა,  რომელიც გეგმავს ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას, პრეზიდენტს შეაწყვეტინა გამოსვლა პირველივე წუთებში.

რესპუბლიკელები ცდილობენ მიიღონ ხარჯების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ხარჯებს პოპულარულ სოციალურ პროგრამებზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში