ზელენსკი აშშ-თან ურთიერთობებს გადაარჩენს

03 მარტი 2025, 11:05 136 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა  განაცხადა, რომ ოვალურ კაბინეტში დონალდ ტრამპთან მათი სიტყვიერი დაპირისპირების  შემდეგ, შეუძლია გადაარჩინოს ურთიერთობა აშშ-ს პრეზიდენტთან, მაგრამ  მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა უნდა გაგრძელდეს.

საგანგებო შეხვედრაზე, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, ტრამპმა  ზელენსკი უმადურობაში, მისი ქვეყნისადმი უპატივცემულობის გამოხატვასა და მესამე მსოფლიო ომის რისკის ქვეშ დაყენებაში დაადანაშაულა.

ზელენსკიმ, ლონდონში ევროპელ ლიდერებთან სამიტის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას, თქვა, რომ არ ფიქრობს, რომ აშშ შეწყვეტს უკრაინის დახმარებას, რადგან, როგორც "ცივილიზებული სამყაროს ლიდერებს", მათ არ სურთ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის დახმარება. თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას.

უკრაინის პრეზინდეტის თქმით, მზადაა ხელი მოაწეროს შეთავაზებულ შეთანხმებას შეერთებულ შტატებთან  წიაღისეულის შესახებ და სჯერა, რომ აშშ-ი ასევე მზაობას გამოთქვამს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში