საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია

02 მარტი 2025, 17:18 170 ნახვა

2025 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი 43:5 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

საქართველოს ნაკრები, ასევე, მეცხრამეტედ დაეუფლა ანთიმოზ ივერიელის თასს.

მატჩის ორივე ნახევარი "ბორჯღალოსნების" სრული უპირატესობით წარიმართა.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა მეტოქე ანგარიშით - 29:0 დაამარცხა.

„ბორჯღალოსნები“ ფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა, კვლავ, თბილისში გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი