“დინამო” ბათუმისა და “დინამო” თბილისის მატჩი უამინდობის გამო გადაიდო

28 თებერვალი 2025, 21:42 231 ნახვა

საქართველო ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩი “დინამო” ბათუმსა და “დინამო” თბილისს შორის უამინდობის გამო 1 აპრილამდე გადაიდო - ინფორმაციას ბათუმური კლუბი ავრცელებს.

“ძვირფასო გულშემატკივრებო, 2 მარტს ბათუმში გასამართი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის პირველი ტურის მატჩი, რომელიც დინამო თბილისის წინააღმდეგ უნდა გვეთამაშა, დიდთოვლობის გამო 1-ელ აპრილამდე გადაიდო” - წერია “დინამო” ბათუმის განცხადებაში.

მეორე ტურის შეხვედრას შავიზღვისპირელები 6 მარტს გასვლაზე “გარეჯის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი