პარიზში უკრაინის მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო

24 თებერვალი 2025, 10:05 106 ნახვა

პარიზში რესპუბლიკის მოედნიდან ბასტილიის მოედნამდე ათასობით ადამიანმა უკრაინის მხარდასაჭერად მსვლელობა გამართა.  მსვლელობას შეუერთდნენ პროფკავშირები, არასამთავრობო ორგანიზაციები, უკრაინელი ლტოლვილები და  ოფიციალური პირები.

საპროტესტო აქცია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მესამე წლისთავთან დაკავშირებით  გაიმართა. დემონსტრანტები სკანდირებდნენ პუტინისა და ტრამპის საწინააღმდეგო ლოზუნგებს და ამტკიცებდნენ, რომ უკრაინის გარეშე მოლაპარაკებები  არ უნდა გაიმართოს. 

აქციის მონაწილეები ხაზგასმით აღნიშნავენ  წინააღმდეგობის გაგრძელებისა  და  "სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის" აუცილებლობას.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში