ხვიჩა კვარაცხელიამ „პარი სენ-ჟერმენში“ გადასვლის შემდეგ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და გუნდს გიორგი მიქაუტაძის „ლიონთან“ გასვლითი შეხვედრის მოგებაში დაეხმარა. მატჩი პარიზელთა გამარჯვებით 3:2 დასრულდა.
ორივე ქართველმა თავი საგოლე გადაცემებით გამოიჩინეს. 24 ტურის შემდეგ „ლიონი“ 36 ქულით მე-8 ადგილზეა, ხოლო „პარი სენ-ჟერმენს“ 59 ქულა აქვს და ლიგა 1-ის ერთპიროვნული ლიდერია.
საფრანგეთის ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა ხვიჩა კვარაცხელია „ლიონი“ - „პარი სენ-ჟერმენის“ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელა. რაც შეეხება ზურიკო დავითაშვილს. დავითაშვილმა მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა „ანჟესთან“, ქართველი ლეგიონერი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა და ორი საგოლე გადაცემა მიითვალა. მატჩი კი ფრედ 3:3 დასრულდა.
მიმდინარე სეზონში დავითაშვილს 11 საგოლე მოქმედება, - 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემა დაუგროვდა.