კენტუკის შტატში ძლიერი წყალდიდობაა. მდინარეებში წყლის დონის მატება საფრთხეს უქმნის რეგიონის მოსახლეობას. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, წყალდიდობის შედეგად შტატის მასშტაბით 11 ადამიანი დაიღუპა.
მსხვერპლთა შორის არის დედა და მისი მცირეწლოვანი შვილი.
ამინდის ეროვნულმა სამსახურმა მოსალოდნელი ძლიერი წყალდიდობის შესახებ განცხადება კვირას გამოაქვეყნა და მდინარე ბოულინგ გრინში წყლის დონის მნიშვნელოვნად მომატებას პროგნოზირებდა.