ინგა გურგენიძემ ფიგურულ ციგურაობაში ოქროს მედალი მოიპოვა

14 თებერვალი 2025, 10:26 188 ნახვა

საქართველოში მიმდინარე 2025 წლის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე, ფიგურულ ციგურაობაში ინგა გურგენიძემ ოქროს მედალი მოიპოვა. იგი  პირველი ქართველი მოციგურავე გახდა, ვინც საქართველოს ამ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოუტანა. მოკლე პროგრამის შემდეგ გურგენიძეს 58.84 ქულა ჰქონდა და მესამე ადგილს იკავებდა.

თავისუფალ პროგრამაში მან 128.97 ქულა დაიმსახურა, ხოლო საერთო ჯამში მოპოვებული 187.81 ქულით ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გამარჯვებული გახდა. ვერცხლის მედალს ესტონელი ელინა გოიდინა დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო შვეიცარიის წარმომადგენელმა, ლეანდრა ციმპუკაკისმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს ჯამში ოთხი მედალი აქვს მოპოვებული და ოთხივე ფიგურულ ციგურაობაში.

პირველად ვერცხლის მედალი 1997 წელს შვედეთში ვახტანგ მურვანიძემ მოიპოვა; 2017 წელს ნიკა ეგაძემ ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა, 2023 წელს კი კონსტანტინე სუპატაშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში