ტრამპი პუტინს და ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა

13 თებერვალი 2025, 11:44 116 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან  ცალ-ცალკე სატელეფონო ზარების დროს მხარეებმა გამოხატეს მშვიდობის სურვილი - აცხადებს დონალდ ტრამპი, რომელმაც აშშ-ს მაღალჩინოსნებს უბრძანა დაიწყონ მოლაპარაკებები უკრაინაში ომის დასრულებაზე.  

„რუსეთის პრეზიდენტმა მიიწვია აშშ-ის პრეზიდენტი მოსკოვში და გამოთქვა მზადყოფნა, მიეღო რუსეთში ამერიკელი ოფიციალური პირები ორმხრივი ინტერესის სფეროებში, მათ შორის, რა თქმა უნდა, უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თემაზე“, - ასე გამოეხმაურა კრემლი ტრამპი-პუტინის საუბარს.

ზელენსკიმ ტრადიციული საღამოს მიმართვის დროს  განაცხადა, რომ მას ჰქონდა კარგი, სიღრმისეული საუბარი პრეზიდენტ ტრამპთან. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში