მოხალისეები ხულოს მერიაში

12 თებერვალი 2025, 19:58 129 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობის განყოფილება იწყებს მოხალისეების შერჩევას. კომისიამ აპლიკანტებთან გასაუბრების პირველი ეტაპი უკვე დაასრულა. აქტივობა საკმაოდ მაღალი იყო. შერჩეული ახალგაზრდებს ხუთი დღის განმავლობაში ეცნობებათ შედეგები.
მოხალისეებს შესაძლებლობა ექნებათ მონაწილეობა მიიღონ ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავებაში, პროგრამების დაგეგმვაში და მათ განხორციელებაში, ასევე ჩაერთონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და სპორტულ პროგრამებში, შემეცნებით, სათავგადასავლო და საინფორმაციო გაცნობით ტურებში.
აქტიური მოხალისეებისთვის დაიგეგმება სხვადასხვა შემეცნებითი, სათავგადასავლო და საინფორმაციო გაცნობითი ტურები როგორც მუნიციპალიტეტში ასევე ქვეყნის მასშტაბით. ინფორმაციას ხულოს მერია ავრცელებს.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში