ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტი არ იყო ჩართული კოვიდ-19 ვირუსის შექმნასა ან გაჟონვაში - ამის შესახებ ჟურნალისტებთან ტრადიციულ ბრიფინგზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა.
გუო ძიაკუნის თქმით, ინსტიტუტს ასევე არასოდეს ჩაუტარებია რაიმე ფუნქციური კვლევა კოროვირუსებზე.
ჩინეთმა არაერთხელ დააფიქსირა თავისი პოზიცია კოვიდ-19-ის წარმოშობის გამოძიების საკითხთან დაკავშირებით. წარმოშობის კვალი მეცნიერული საკითხია და მას მეცნიერული კუთხით უნდა მივუდგეთ.
დასკვნა, რომ ლაბორატორიული გაჟონვა ნაკლებად სავარაუდოა, ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ერთობლივი ექსპერტების ჯგუფმა ვუჰანის შესაბამის ლაბორატორიებში ვიზიტებისა და მკვლევარებთან სიღრმისეული გაცვლის შემდეგ გამოიტანეს.
ეს ავტორიტეტული სამეცნიერო დასკვნა ფართოდ აღიარა საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებამ - ასე უპასუხა პრესსპიკერმა ჟურნალისტის კითხვას იუსაიდის ანგარიშების შესახებ, რომელიც ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტს ვირუსის გავრცელების კვლევებს აფინანსებდა.