2025 წლის პროგრამები და გასული წლის ანგარიში შუახევში

11 თებერვალი 2025, 17:54 129 ნახვა

შუახევის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურმა გასული წლის საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის პროგრამების პრეზენტაცია წარადგინა.
გასულ წელს, უწყების მიერ ჯამში 18 მიზნობრივი პროგრამა განხორციელდა და სხვადასხვა სახის სერვისით 3000-ზე მეტმა მოქალაქემ ისარგებლა.
ამ მიმართულებით, მუნიციპალიტეტი 2025 წელს 2 740 700 ლარს დახარჯვას, რაც წინა წლის ბიუჯეტთან შედარებით 1 199 850 ლარით გაზრდილია. განხორციელდება 25 მიზნობრივი პროგრამა, მათ შორის 7 ახალი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში