კრემლმა განაცხადა, რომ ვერც ადასტურებს და ვერც უარყოფს, ესაუბრა თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ტელეფონით.
გუშინ ჟურნალისტებთან საუბრისას, ტრამპმა განაცხადა, რომ სჯერა აშშ-ი პროგრესს მიაღწევს რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დასრულების მოლაპარაკებებზე, თუმცა უარი თქვა დეტალებისა და ნებისმიერი კომუნიკაციის გახმაურებაზე, რომელიც მას რუსეთის პრეზიდენტთან ჰქონდა.
ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა მიუთითა, რომ მას კონტაქტი ჰქონდა პუტინთან, რაც პირველი ოფიციალურად აღიარებული საუბარია პუტინსა და აშშ-ს პრეზიდენტს შორის 2022 წლის დასაწყისიდან.