ერთი ადამიანი დაიღუპა და 28 უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება ჩინეთის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე სიჩუანის პროვინციაში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად. მეწყერმა სოფელ ძინპინში 10 სახლი მოიყოლა. მაშველებმა ორი ადამიანი გადაარჩინეს.
რეგიონის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, შემთხვევის ადგილზე სამეთაურო ცენტრია მოწყობილი. ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდა ყველაფერი იღონონ მეწყერში მოყოლილთა გადასარჩენად.
ჩინეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საგანგებო სამსახურების ასობით თანამშრომელი ეძებს გადარჩენილებს.
200-მდე ადამიანის ევაკუაცია უკვე განხორციელდა.