გულიაშვილი ბოსნიის ჩემპიონატის ბომბარდირია

10 თებერვალი 2025, 09:09 82 ნახვა

გიორგი გულიაშვილმა ბოსნიაში მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა. მან ქვეყნის თასის გათამაშების მერვედფინალში „სლოგას“ დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. „სარაევოში“ ქართველებიდან მხოლოდ გიორგი გულიაშვილმა ითამაშა, რომელმაც გუნდი მოედანზე კაპიტნის სამკლავურით გაიყვანა, ხოლო „დინამო თბილისიდან“ დამატებული ვასილიოს გორდეზიანი ჯერ განაცხადში ვერ მოხვდა.

„სარაევომ“ „სლოგა“ დამაჯერებლად დაამარცხა, გულიაშვილმა კი დუბლი შეასრულა. გიორგის ჰეთთრიკის შესრულებაც შეეძლო, მაგრამ მატჩის ბოლოს პენალტი ვერ გამოიყენა.

გულიაშვილმა მიმდინარე სეზონში 14 გოლი გაიტანა – 12 ჩემპიონატში, 2 ბოსნიის თასზე, რაც გუნდშიც და ჩემპიონატშიც საუკეთესო მაჩვენებელია.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში