ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში სადებიუტო ბრძოლა მოიგო

09 თებერვალი 2025, 10:22 204 ნახვა

ალექსანდრე თოფურიამ UFC-ში პირველი ბრძოლა ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ავსტრალიელი კოლბი თიქნესი დაამარცხა.

29 წლის სპორტსმენმა მეტოქეს სამივე რაუნდი მოუგო. პირველ ორ რაუნდში ბრძოლა, ძირითადად, დგომში მიმდინარეობდა და ალექსანდრე კრივით ცდილობდა უპირტარესობის მოპოვებას, ხოლო მესამე რაუნდში თიქნესს ჭიდაობაშიც აჯობა.

შესაბამისად, UFC-ის სუპერმსუბუქ წონაში ილია თოფურიას უფროსმა ძმამ პირველი გამარჯვება ჩაიწერა. აქამდე მას შერეულ ორთაბრძოლებში 5 გამარჯვება და ერთი მარცხი ჰქონდა, ავსტრალიელისთვის კი ეს კარიერაში პირველ მარცხი გახლდათ, აქამდე მან 7-ჯერ მოიგო.

შერეული ორთაბრძოლების ყველაზე გავლენიან ორგანიზაციაში, UFC-ში ექვსი ქართველი ასპარეზობს.

მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარს ფლობს, ხოლო, ქვემსუბუქი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონი ილია თოფურიაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში