მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 4 ადამიანი

03 თებერვალი 2025, 14:01 123 ნახვა

ერთი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მომხდარი აფეთქების შედეგად. შემთხვევა კრემლიდან 12 კილომეტრის მოშორებით მდებარე   ერთ-ერთი ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსის ფოიეში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა იმ მომენტში, როცა პირად მცველებთან ერთად  სადარბაზოში ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის კრივის ფედერაციის ხელმძღვანელი და  ბატალიონ არბატის შემქმნელი არმენ სარქისიანი შევიდა.

სარქისიანი  მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში. დაღუპულია მისი ერთ-ერთი მცველი.  

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე ორი ან მეტი პირის მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით აღძრა. სარქისიანი უკრაინაში ძებნილთა სიაშია შეყვანილი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში