ჰამასმა ისრაელს კიდევ ერთი მძევალი გადასცა

30 იანვარი 2025, 13:39 132 ნახვა

ჰამასის ბოევიკებმა გაათავისუფლეს ისრაელელი ქალი ჯარისკაცი აგამ ბერგერი, პირველი იმ სამი მძევლიდან, რომლებიც დღეს  უნდა გაათავისუფლონ. სამი ისრაელელი მძევლის გათავისუფლება  110 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ იგეგმება. 

ისრაელის მედია ჰამასის მიერ კიდევ  ხუთი ტაილანდელი მძევლის გათავისუფლებას არ გამორიცხავს.  ბერგერი  წითელი ჯვრის წარმომადგენლებს ჯაბალიაში გადასცეს, ხოლო სხვა მძევლების გათავისუფლება ხან იუნისშია მოსალოდნელი. დღემდე ჰამასმა სამი ისრაელი მშვიდობიანი მოქალაქე და ოთხი ჯარისკაცი - ყველა ქალი  გაათავისუფლა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც 19 იანვარს ამოქმედდა.

სანაცვლოდ ისრაელმა საპატიმროებიდან  290 პალესტინელი მსჯავრდებული და დაკავებული გაათავისუფლა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში