ვაშინგტონში სამგზავრო თვითმფრინავი სამხედრო ვერტმფრენს შეეჯახა

30 იანვარი 2025, 09:25 128 ნახვა

ამერიკული ავიახაზების თვითმფრინავი, რომელიც რეგიონულ რეისს ახორციელებდა, რონალდ რეიგანის ვაშინგტონის ეროვნული აეროპორტის სიახლოვეს  ჰაერში სამხედრო ვერტმფრენს  შეეჯახა. თვითმფრინავის ბორტზე 60 მგზავრი და ეკიპაჟის ოთხი წევრი, ხოლო ვერტმფრენში სამი სამხედრო მოსამსახურე იმყოფებოდა. ორივე ხომალდი მდინარე პოტომაკში ჩავარდა.  შემთხვევის ადგილზე მყოფი პოლიციის ოფიცერზე დაყრდნობით ამერიკული მედია წერს, რომ წყლიდან 18 დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს.  

ინციდენტი რეიგანის ეროვნულ აეროპორტში მოხდა, როცა ასაფრენ ბილიკთან მიახლოებისას სამგზავრო თვითმფრინავი ვერტმფრენს შეეჯახა.

პენტაგონმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ასრულებდა. აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ინცინდენტის თავიდან აცილება შეიძლებოდა.  

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში