საქართველოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის 

29 იანვარი 2025, 09:58 145 ნახვა

გორში მიმდინარე საქართველოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდელთა შორის პირველი საშეჯიბრო დღის შემდეგ ათივე წონითი კატეგორიის ფინალისტები გამოვლინდნენ.

აღსანიშნავია, რომ ოქროს მედლებისთვის აჭარის საჭიდაო სკოლის ცხრა წარმომადგენელი იბრძოლებს.

ქვეყნის ჩემპიონის ტიტულისთვის აჭარიდან გიორგი კოჩალიძე, ბესო მახარაძე, რომეო ბერიძე, ანრი ხოზრევანიძე, ანრი ფუტკარაძე, იაგო გობაძე და ლუკა გაბისონია იჭიდავებენ.

72 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი სულაც ზღვისპირული ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ნიკა ბროლაძე და ანრი თავართქილაძე დაუპირისპირდებიან. ფინალური შეხვედრები დღეს გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში