საბჭოთა ჯარების მიერ ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკის განთავისუფლების 80 წლის იუბილეზე ჰოლოკოსტის მხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს ჰოლოკოსტს გადარჩენილებმა და პოლონეთის პრეზიდენტმა.
საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებას ბანაკის ტერიტორიაზე, რომელიც ნაცისტურმა გერმანიამ ოკუპირებულ პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დროს ააგო, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ბრიტანეთის მეფე ჩარლზი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და სხვა ლიდერები დაესწრებიან.
ოსვენციმში ერთ მილიონზე მეტი ადამიანი, ძირითადად ებრაელები, გაზის კამერებში ან შიმშილის, სიცივისა და ავადმყოფობის შედეგად დაიღუპა.