ორი ბავშვი დაიღუპა ხმელთაშუა ზღვაში მიგრანტების ნავის ჩაძირვის შედეგად. 17 მიგრანტი გადაარჩინა გერმანულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ სი პანკსმა. შემთხვევა მალტის სამძებრო-სამაშველო რაიონში მოხდა.
მალტის სამაშველო ვერტმფრენმა ორსული ქალი და მძიმედ დაშავებული მამაკაცის ევაკუაციაც შეძლო.
მიგრანტთა თქმით, ნავში 21 ადამიანი იმყოფებოდა. ორი უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება.