გიორგი მიქაუტაძე სეზონის ბოლომდე „ლიონში“ დარჩება

23 იანვარი 2025, 11:46 93 ნახვა

გიორგი მიქაუტაძე მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაში „ლიონს“ არ დატოვებს და სეზონს ფრანგულ კლუბში დაასრულებს. ამის შესახებ ინფორმაცია გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პიერ საჟმა დაადასტურა. სტამბოლის „ფენერბაჰჩესთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საჟმა თქვა: „გიორგი მიქაუტაძე „ლიონის“ ფეხბურთელი მინიმუმ მიმდინარე სეზონის ბოლომდე იქნება“. 24 წლის ქართველს აქტიურად სტამბოლის „გალათასარაის“ უკავშირებდნენ, თუმცა გარიგება არ შედგა. ახლა გავრცელდა ინფორმაცია „ფენერბაჰჩეს“ მხრიდან ინტერესის შესახებაც, თუმცა, „ლიონის“ თავკაცმა გუნდიდან ჟორჟის წასვლა სეზონის დასრულებამდე გამორიცხა. შეგახსენებთ, რომ „ლიონი“ „ფენერბახჩეს“ დღეს სტუმრად დაუპირისპირდება. გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 25 მატჩში 8 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი მიითვალა.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი