დღეს დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მუშაობას იწყებს. წელს ფორუმის დღის წესრიგის მთავარი თემაა „თანამშრომლობა ინტელექტუალურ ეპოქაში“.
დისკუსიები შეეხება გეოპოლიტიკურ და ეკონომიკურ გეოგაურკვევლობას, ხელოვნურ ინტელექტს, სავაჭრო დაძაბულობა, კლიმატის ცვლილება. ფორუმში 130-ზე მეტი ქვეყნიდან პოლიტიკისა და ბიზნეს ელტის 3 ათასამდე წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.
350-მდე მთავრობის ლიდერი, მათ შორის 60 სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური იქნება. აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფორუმის მონაწილეებს 23 იანვარს ვიდეოკავშირით მიმართავს.
ღონისძიებას დაესწრებიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, არგენტინის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი,სომხეთის პრემიერ-მინისტრი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სხვები.
დავოსის ფორუმი მუშაობას 24 იანვარს დაასრულებს.