პუტინს ძალიან მალე შევხვდები - ტრამპი

14 იანვარი 2025, 10:44 165 ნახვა

აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ახალი განცხადება გააკეთა უკრაინაში ომის დასრულების გეგმებზე და რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან შესაძლო შეხვედრის შესახებ.

ომის დასრულებასთან დაკავშირებით კითხვაზე, ტრამპმა განაცხადა, რომ  არსებობს მხოლოდ ერთი სტრატეგია და ეს ყველაფერი პუტინის გადასაწყვეტია.

პუტინთან მოახლოებულ შეხვედრაზე საუბრისას ტრამპმა არ დააკონკრეტა სავარაუდო ვადები, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გაკეთებას თანამდებობის დაკავების შემდეგ რაც შეიძლება მალე გეგმავს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში