ტიბეტში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ოფიციალურად დასრულებულად გამოაცხადეს და ახლა ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევა სტიქიის რაიონიდან ევაკუირებული მოსახლეობის დროებით თავშესაფრებში განთავსებასა და ნანგრევებიდან ამოყვანილი 407 დაშავებულის მკურნალობისკენ არის მიმართული.
6.8 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრის მიმდებარე დასახლებებში, სადაც ასობით ბიძგები დაფიქსირდა, ჯარისკაცები და მოხალისეები კარვებს შლიან. ცენტრალურმა მთავრობამ სტიქიის ზონაში კარვები, ქურთუკები, საწოლები და სურსათი გაგზავნა.
ძლიერი მიწისძვრის ეპიცენტრი, იყო ტინგრიში, სადაც დაახლოებით 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ჩინეთის სახელმწიფო მედიის მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად 126 ადამიანი დაიღუპა და 188 დაშავდა.