გაეროს უშიშროების საბჭო ჩრდილოეთ კორეის საკითხზე შეიკრიბა

09 იანვარი 2025, 12:39 111 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეა მნიშვნელოვან სარგებელს იღებს მისი ჯარის უკრაინის ომში ჩართვით, იძენს გამოცდილებას, რაც მეზობლების წინააღმდეგ ომის წარმართვისთვის ფხენიანს უფრო ქმედითუნარიანს ხდის.
რუსეთმა დაამყარა მჭიდრო დიპლომატიური და სამხედრო კავშირები ჩრდილოეთ კორეასთან მას შემდეგ, რაც მოსკოვი უკრაინაში 2022 წლის თებერვალში შეიჭრა.
12 ათასზე მეტი ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცი იმყოფება რუსეთში და გასულ თვეში დაიწყო უკრაინული ძალების წინააღმდეგ ბრძოლა რუსეთის კურსკის რეგიონში-ამის შესახებ უშიშროების საბჭოს გაეროში აშშ-ის ელჩის მოადგილემ დოროთი კამილ შიმ განუცხადა.
უშიშროების საბჭო ორშაბათს ფხენიანის მიერ საშუალო მოქმედების ახალი ჰიპერბგერითი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის შემდეგ შეიკრიბა.
გაეროში ჩრდილოეთ კორეის ელჩმა კიმ სონგმა რაკეტის გამოცდას ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის გეგმის ნაწილი უწოდა. მან შეერთებული შტატები ორმაგ სტანდარტებში დაადანაშაულა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში