ნიკოლოზ ბასილაშვილს ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად ერთი მოგება სჭირდება

08 იანვარი 2025, 12:33 121 ნახვა

მელბურნში ავსტრალიის ღია პირველობის საკვალიფიკაციოს ნახევარფინალური ეტაპი მიმდინარეობს. მამაკაცთა ბადეში მეორე მატჩი ჩაატარა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც ნეიტრალურ ჩოგბურთელს, ალიბეკ კაჩმაზოვს შეხვდა და ორ სეტში - 7:5, 6:4 დაამარცხა.
ავსტრალიის ღია პირველობის ძირითად ბადეში გასასვლელად ბასილაშვილს ერთი მატჩის მოგება რჩება. კვალიფიკაციის ფინალში ქართველი იტალიელ ფრანჩესკო პასაროსა და ესპანელ ხავიერ ბარანკო კოსანოს შორის მოგებულს შეხვდება.
ავსტრალიის ღია პირველობის ქალთა კვალიფიკაციის მეორე წრე ვერ დაძლია მარიამ ბოლქვაძემ. მან ორ სეტში წააგო ფრანგ სელენა იანიჩევიჩთან.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში