ანალენა ბერბოკი სირიაში ჩავიდა 

03 იანვარი 2025, 10:01 196 ნახვა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი სირიაში ჩავიდა. ანალენა ბერბოკის დამასკოში ჩასვლის პირველი კადრები სოციალურ ქსელ X-ზე ვრცელდება.

გერმანიის პირველი დიპლომატის განცხადებით, სირიელი ხალხი ათწლეულების რეჟიმის სისასტიკის შემდეგ, უკეთესი მომავლის იმედითაა.

ბერბოკმა აღნიშნა, რომ დღეს ფრანგ კოლეგასთან ერთად, ევროკავშირის სახელით ნათელი გზავნილი გაჟღერდება სირიელებისთვის, რომ შესაძლებელია ახალი პოლიტიკური დასაწყისი ევროპასა და სირიას შორის.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში