იაპონიის ავიახაზებზე კიბერშეტევა განხორციელდა

26 დეკემბერი 2024, 11:54 158 ნახვა

იაპონიის ავიახაზებმა კიბერშეტევის შესახებ აცხადებს, რამაც გამოიწვია შეფერხებები შიდა და საერთაშორისო ფრენებზე. შეტევა დაიწყო დილის 7:24 საათზე და  კომპანიის შიდა და გარე სისტემები გამოიყვანა მწყობრიდან. დროებით გამოირთო როუტერი, რომელიც იწვევდა სისტემის გაუმართაობას და ასევე შეჩერდა ბილეთების გაყიდვა.

იაპონიის სხვა მსხვილი ავიაკომპანიების სისტემებზე კიბერთავდასხმის ნიშნები არ ყოფილა-განაცხადა ავიაკომპანიის  სპიკერმა.  კვირის დასაწყისში, ამერიკულმა ავიაკომპანიამ ამერიკან ეარვეისმა ხანმოკლე დროით შეწყვიტა ყველა ფრენა, რასაც შობის ღამეს  ათასობით რეისის შეფერხება მოჰყვა, ტექნიკური ხარვეზის გამო, რომელიც დაკავშირებული იყო მის ქსელურ აპარატურასთან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში