დონალდ ტრამპი პანამის არხში ამერიკული გემებისთვის დაწესებულ ძალიან მაღალ ტარიფებს აკრიტიკებს და მისი აშშ-ის კონტროლის ქვეშ დაბრუნებით იმუქრება. ტრამპმა თავის სოციალურ ქსელშიც დაწერა, რომ პანამის არხი შეერთებული შტატების „სასიცოცხლო მნიშვნელობის ეროვნული აქტივია“ და იგი ყოფილმა პრეზიდენტმა ჯიმი კარტერმა „ერთ დოლარად გადასცა“. აშშ არხს 1999 წლის ბოლომდე აკონტროლებდა, სანამ მას პანამის ხელისუფლებას 1977 წლის შეთანხმების საფუძველზე გადასცემდა. ტრამპის განცხადებას პანამის პრეზიდენტი ხოსე რაულ მულინო გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არხი მის ქვეყანას ეკუთვნის და ეს საკითხი არ განიხილება.