დღეს ბრიუსელში უკრაინის მხარდამჭერი შეხვედრაა ჩანიშნული

18 დეკემბერი 2024, 11:12 192 ნახვა

უკრაინაში უცხოური სამშვიდობო ჯარების შესაძლო განლაგების შესახებ საკითხზე დღეს ბრიუსელში ევროპელი ლიდერების შეხვედრაზე იმსჯელონ- განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

უკრაინის მხარდამჭერ შეხვედრაზე, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და ნატოს ლიდერები შეიკრიბებიან.უკრაინის ლიდერმა 9 დეკემბერს გერმანელ პოლიტიკოსთან შეხვედრისას საჯაროდ წამოაყენა იდეა უცხოური ჯარების განლაგების შესახებ მანამ, სანამ უკრაინა ნატოში გაწევრიანდება.

ეს ინიციატივა პირველად საფრანგეთის პრეზიდენტმა წამოაყენა თებერვალში, მაგრამ ამ საკითხზე ევროპელ ლიდერებს შორის კონსენსუსი არ ყოფილა. პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ლვოვში ზელენსკიმ თქვა, რომ უკრაინის სასწრაფო გაძლიერება იქნება მთავარი განსახილველი თემა ბრიუსელის შეხვედრაზე. 

სხვა საკითხებს შორის შორ მანძილზე თავდაცვის საშუალებები, მოკავშირეების ინვესტიციები უკრაინის იარაღის წარმოებაში და უსაფრთხოების გარანტიები იქნება. ტუსკმა თქვა, რომ მისი ქვეყანა, უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ კიევის ნატოში გაწევრიანება რეალური შესაძლებლობა გახდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში