ვანუატუს დედაქალაქ პორტ ვილაში 7,4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიამ წინასწარი მონაცემებით იმსხვერპლა ერთი ადამიანი, დანგრეულია შენობები და დაზიანებულია მანქანები, დაზიანდა აშშ-ის საელჩოს შენობაც, კერძოდ, მისი პირველი სართულის ნაწილი ჩამოინგრა. მიწისძვრის შემდეგ აშშ-მა ვანუატუში საელჩო დახურა.
მიწისქვეშა ბიძგებმა მეწყრული პროცესები გამოიწვია. ჩამოწოლილმა მეწყერმა ჩახერგა ავტომაგისტრალის რამდენიმე მონაკვეთი.
ბიძგების შემდეგ კუნძულოვან სახელმწიფოში ცუნამის საფრთხე გამოცხადდა, რომელიც მოგვიანებით გაუქმდა.