სირიაში არასტაბილურობა შეთანხმებით მოგვარდება - ერდოღანი

11 დეკემბერი 2024, 14:08 372 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა  რეჯეპ თაიფ ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ სირიაში არასტაბილურობა შეთანხმებით დასრულდება.

„ჩვენი უდიდესი სურვილია სირიის ტერიტორიული მთლიანობა და ეროვნული ერთიანობა შენარჩუნდეს და არასტაბილურობა, რომელიც 13 წელია გრძელდება, დასრულდეს კონსენსუსით სირიელი ხალხის ლეგიტიმური მოთხოვნების შესაბამისად“, - განაცხადა ერდოღანმა.

პრესკონფერენციაზე საუბრისას ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ ანკარა ყურადღებით აკვირდება მეზობელ სირიაში განვითარებულ მოვლენებს და მიმართავს აუცილებელ ზომებს თურქეთის უსაფრთხოებისთვის ზიანის თავიდან ასაცილებლად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში