ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლის განცხადება

04 დეკემბერი 2024, 10:01 109 ნახვა

საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი განცხადებას ავრცელებს. 

ლუის გრაჩა აღნიშნავს, რომ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში განვითარებული მოვლენებით შეშფოთებულია.  იგი ყველა მხარეს კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდებს და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა დიალოგის ხელშეწყობის მიზნით დახმარებისთვის მზად არის. 

„ქართველი ხალხი მშვიდობიან და დემოკრატიულ მომავალს იმსახურებს და ჩვენი ასამბლეა ამ მიზნის მიღწევის მცდელობების მხარდაჭერის ერთგული რჩება“, - აცხადებს სამხრეთ კავკასიაში ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში